ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქის ქუჩებს აფხაზეთიდან ჩატანილი პალმებით დაამშვენებენ. ვლადიკავკაზის ქუჩებში სისუფთავისა და კეთილმოწყობის წლის ფარგლებში პალმების ექსპერიმენტალურ პარტიას დარგავენ.
"ქალაქის გამწვანება ეგზოტიკური პალმებით დაიწყება, რომლებიც აფხაზეთიდან ქალაქის მერის სერგეი ძანტიევის მითითებით ჩამოიტანეს", _ იუწყება ვლადიკავკაზის მერიის პრესსამსახური.
მათი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ვლადიკავკაზის ცენტში პალმების სასინჯ რაოდენობას დარგავენ.
"იმ შემთხვევაში, თუ პალმები ახალ კლიმატურ პირობებს შეეგუებიან და კარგად გაიხარებენ, ამის შემდეგ მათ მთელს ქალაქში დარგავენ", _ იუწყება ვლადიკავკაზის მედია.