დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევენთ მურათ ბურჰანი.
შეხვედრა თურქული მხარის თხოვნით შედგა.
თურქეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ამა წლის 17 მაისს ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში ირან-თურქეთ-ბრაზილიას შორის ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის შესახებ.