საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილის საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი 6-8 ივნისს შედგება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
"მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტის დროს ნიკოლა სარკოზის შეხვდება თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობის", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.