ოფიციალური თბილისი მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ სცნობს 2010 წლის 23 მაისს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია და პროცესი უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო სუბიექტების მონაწილეობით, სანამ არ მოხერხდება კონფლიქტის დარეგულირებისათვის აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილების შეთანხმება", - აღნიშნულის გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.