პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამართულ ცერემონიალზე, საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების ჯილდო გადასცეს.
მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდა და ლიდერობის მაგალითებსა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.
"იმისთვის, რომ იყო ძლიერი ლიდერი, უნდა იფიქრო, რა შეგიძლია, გააკეთო, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ პრეზიდენტი გავხდი, საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ვიყავით 127-ე ადგილზე და ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წლებში მეცხრე პოზიციაზე გადავინაცვლეთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლექციაზე ასევე უკრაინაში ქართული გუნდის მიერ დასახულ გეგმებსა და ქვეყნაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.