ქართული აკადემია მოსახლეობას 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების სახელით მარიკა ჯანაშიამ თბილისის საკრებულოს წინ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
"არჩევნებამდე ორი დღით ადრე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ 30 მაისს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ, რითიც სათავეს დაუდებთ არსებული პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის სათავეს, რის გარეშეც საქართველოს მომავალი არ ექნება", - ნათქვამია "ქართული აკადემიის" განცხადებაში.
ამასთან, აკადემიის წევრების განაცხადებით, თბილის მერის არჩევნებზე მხარს "ყველაზე რეალურ ოპოზიციურ" კანდიდატს "ალიანსი საქართველოს" მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას უწერენ მხარს.
"ყველას მოგიწოდებთ, რომ მერის არჩევნებში მხარი ირაკლი ალასანიას დაუწიროთ. ქალაქის მერი - ირაკლი ალასანია! საკრებულო - ოპოზიციური! არცერთი ხმა ნაციონალებს და მათ კანდიდატს! მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი შევცვალოთ", - აცხადებენ "ქართული აკადემიის" წევრები.