"სახალხო დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას დევნილებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც ივანიშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
"მათ არ აქვთ მოქალაქეობრივი უფლებები და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულა მათი პრობლემებით, რადგან ისინი მხოლოდ იმ დევნილებს აქცევენ ყურადღებას, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან", - განაცხადა ივანიშვილმა.