საქართველოს მოსახლეობის 37 % მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ქვეყნაში მთავარი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა. ამის შესახებ NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე - რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის საქართველოში - პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა.
- ამომრჩეველთა მოსყიდვა 37 %. ამომრჩეველთა/პარტიების აქტივისტების შევიწროვება - 32%, მომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები 15 %, კარუსელი 15%, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა 15 %, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა 13 %, თანამშრომლის იძულება დამსაქმებლის მიერ მონაწილეობა მიიღოს კამპანიაში 10 %.
ამ კითხვაზე პასუხისას, რესპონდენტებს შეეძლოთ მაქსიმუმ პასუხის სამი ვერსია შეეთავაზებინათ სოციოლოგებისთვის.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში მთელს საქართველოში ჩატარდა (ოკუპირებილი რეგიონების გარდა) პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, 4 ათასზე მეტი მოქალაქე გამოკითხა.