ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების მიხედვით, 27% ხმას არ მისცემს იგივე პარტიას, რომელსაც 2012 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი.
კითხვაზე, აპირებთ თუ არა, რომ ხმა იგივე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს მისცეთ, ვისაც 2012 წლის არჩევნებში მიეცით, გადაწყვეტილი ამომრჩევლების 57% პასუხობს, რომ ხმას იგივე პოლიტიკურ პარტიას მისცემდა, 27% კი ამბობს, რომ ხმას იგივე პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა, 7%-ს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა და არც ოქტომბერში აპირებს მონაწილეობის მიღებას, 6%-ს კითვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 4% პასუხზე უარს აცხადებს.
NDI-მ კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 4 ათასზე მეტი მოქალაქე გამოკითხა.