ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, - რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, შედეგები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 19%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 15%, არ იცის - 10%-მა. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, "პატრიოტთა ალიანსი" - ასევე 5%-თთან. "თავისუფალი დემოკრატები" - 4%-თთან, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.
გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.