ვადაზე ადრე შესაძლოა კიდევ 25 პატიმარი გაათავისუფლონ. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მუდმივმოქმედი კომისია მიმართავს, რომელმაც აღნიშნჯული რაოდენობის მსჯავრდებულთა საქმე დადებითად გუშინდელ სხდომაზე გადაწყვიტა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს, კომისიამ სულ პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე 239 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.
~დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით კომისიამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 თვეში კვლავ მიმართონ კომისიას~, - აცხადებენ სამინისტროში.