ახალი სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა რჩება, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე - ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგუმ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა ნარჩუნდება.
„სირიაში არსებული კრიზისის ანალოგიური ვითარების პროვოცირება შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა შოიგუმ.
მისი განცხადებით, რუსეთი შესაბამისი ვითარებისას ადეკვატურად იმოქმედებს.
„ასეთ პირობებში რუსეთი იძულებული იქნება მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პოტენციურ საფრთხეზე“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
@რია ნოვოსტის ფოტო