ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3407 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3453 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6075 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6061 ლარს შეადგენდა.