საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირების მემორიალის და ესტაკადას მომუშავე ჯგუფს ღირსების ორდენი გადასცა.
"როგორც იცით აქ დიდი სამუშაოები ჩატარდა. ამ მონუმენტის არქიტექტორის ალბერტო დომინგოს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი შრომობდა მემორიალის და ესტაკადის შექმნაზე. ამიტომ მინდა დიდ პატივით მათ ღირსების ორდერები გადავცე", - განაცხადა სააკაშვილმა მემორიალის გახსნაზე.
პრეზიდენტმა ღირსების ორდერით საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი წერეთელი, დავით სირაძე, მენეჯერი პაატა ტრაპაიძე, რამაზ ერიქაშვილი და შოთა ოდიშერიძე დააჯილდოვა.
ამასთან, პრეზიდენტმა ყველას მადლობა გადაუხადა ბინც მონუმენტის და ახალი საგზაო მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობდა.
დღესვე სააკაშვილმა მემორიალში კაპსულა ჩადო, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების გვარებია ჩაწერილი.
"ამ კაპსულას მომავალში ბოლშევიკური რეჟიმის მიერ განადგურებული და წარსული დროს ყველა გმირის გვრები მიემატება", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.