საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და პოლიტიკურ თამაშებში არმონაწილეობისათვის მადლობას უხდის. დავით ბაქრაძემ დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა დღეს, პარლამენტში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საგანგებო მიღებაზე გადაუხადა.
დღეს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის 26 მაისთან დაკავშირებით საგანგებო მიღება გაიმართა, რომელსაც ქართული დიასპორის დელეგაცია ესწრებოდა. დიასპორაში დაახლოებით 100 დიასპორის წარმომადგენელი შედის და პარალმენტმა სწორედ მათ უმასპინძლა. დავით ბაქრაძემ კი მათ გაწეული ღვაწლისათვის და იმისთვს რომ პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაერთვნენ და ამით დაიცვეს სახელმწიფო ინტერესები საგანგებო მალოდბა გადაუხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მიუხედავად არაერთგზის მცცდელობისა, ქართული დიასპორის წარმომადგენლები პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაერთვნენ და ისინი ყოველთვის ქართული სახელმწიფოს ინტერესების გვერდით იდგნენ.
დავით ბაქრაძემ ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ამ დიასპორის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი დიასპორა ძლიერ ძალად ჩამოყალიბდა, რადგან ერთის მხრივ ისინი საკუთართავში არეთიანებენ ქართულ ტრადიციებს, მეორეს მხრივ კი აერთიანებენ თანამედროვე ევროპულ ღირებულებებს და ამ ორი ფასეულობის ერთიანობას აქვს ჩენთვის დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ" - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს სამომავლო პროექტები ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით და აქცენტი გააკეთა სხვადასხვა ქვყენებში ქართული ტაძრების მშენებლობაზე. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ამასთან დაკავშირებით მას დღეს საუბარი ჰქონდა პატრიარქთან. მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდბა ცნობილი.