26 მაისი ფიქრისა და ისტორიის გადახედვის დღეა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდმარემ დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლბის დღეს მიეძღვნა.
ბაქრაძემ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს და აღნიშნა, რომ ამ დღეს თითოეული ქართველისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დღვანდელი დღე "დამოუკიდებლობის დღესთან ერთად არის ფიქრისა და ისტორიული გადახედვის დღეც, რადგან ყველა ჩვენგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს თუ ეს დამოუკიდებლობა თავის დროზე რატომ დავკარგეთ და დღეს ქვეყნაა რა საფრთხების წინაშე დგას".
დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ დღის მნიშვნლობას და ქვყენის წინაშე მდგარ გამოწვევებს კარგად აცნობიერებს და ასევე იმედოვნებს, რომ "ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღარასოდეს დადგება".