მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას დღეს იმაზე მძაფრი პროტესტი გამოუცხადა, ვიდრე ეს აქციის სახით შეეძლო გამოეხატა.
"ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი პროტესტი ის იყო, რომ არა იქ შევიკრიბეთ, სადაც დამარცხებული მთავარსარდალი - სააკაშვილი იდგა, არამედ ვაკის პარკში. მე მგონი ჩვენი აქ შეკრება პროტესტის ყველაზე მძაფრი ფორმაა, ვიდრე ეს აქციის სახით შეგვეძლო გამოგვეხატა", - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ოპოზიციამ 26 მაისი ვაკის პარკში შეკრებით აღნიშნა.