ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობას, შესაძლოა, პარტიის მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა სასამართლოში უჩივლონ.
ქარელის, ხაშურის და კასპის რაიონებში მცხოვრები რამდენიმე ათეული მოქალაქე კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისთან დღეს ისევ შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, ისინი სასამართლოსთვის წარსადგენად სარჩელს უკვე ამზადებენ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელის პარტიას პროგრამა "კარდაკარში" ჩართული აქტივისტები უჩივიან. "სამართლიანი საქართველოსთვის" საარჩევნო სიების გადამოწმებას სწორედ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ახორციელებდა, რისთვისაც რამდენიმე ასეული ადამიანი ჰყავდა დაქირავებული. თითოეულ მათგანს თვეში ანაზღაურების სახით 200 ლარი უნდა მიეღო.