თბილისის მერობის "ეროვნული საბჭოს" კანდიდატ ზვიად ძიძიგურის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების მორალური უფლება არ ჰქონდა.
"ვაკის პარკში ოპოზიციის ნაწილის შეკრება იმის დასტურია, რომ ქართული საზოგადოება უზარმაზარ პატივს სცემს ქართულ ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაიაა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, მაგრამ არა მის მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც დღევანდელი აღლუმის ჩაბარების არანაირი მორალური უფლება არ ჰქონია", - განაცხადა ძიძიგურმა დღეს, ვაკის პარკში, "ვეტერანთა კავშირის" მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.