გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა მხარდამჭერებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე ქუთაისის ცენტრიდან ბაგრატის ტაძრისკენ მსვლელობით აღნიშნეს. მსვლელობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
„ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ჩვენ სწორედ აქედან ვულოცავთ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაულს, აქედან ვაცხადებთ სურვილს და მზადყოფნას - გავიმარჯვოთ 30 მაისის არჩევნებში და ავიღოთ ხელში ძალაუფლება" - განაცხადა ტარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატებმა" და მამა ზინობმა საქართველოს დიდების პარაკლისი ჩაატარეს. დღესვე პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საარჩევნო სიის მეორე ნომერი ჯაბა სამუშია, მხარდამჭერებთან ერთად, მამა დავითზე ასვლასა და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული ეროვნული გმირების საფლავების ყვავილებით შემკობას გეგმავს.