თბილისის მერობის "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია კახა კუკავას გადაწყვეტილებას მიესალმება.
"ეს არის ოპოზიციური კანდიდატების თანამშრომლობის ყველაზე სწორი ფორმა", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც კენჭისყრას ვაკის ოლქში აპირებდა, საკუთარი კანდიდატურა "ალიანსელ" დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა.