ვაკის ოლქში "ეროვნული საბჭოს" მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
კუკავამ საკუთარი კანდიდატურა "ალიანსის" წარმომადგენლის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეროვნული საბჭოსა" და "ალიანსი საქართველოსთვის" შტატებმა ვაკის რაიონში სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის მეტი ნაწილი დავით საგანელიძეს უჭერს მხარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა", - განაცხადა კუკავამ.
ვაკის ოლქში მოსახლეობის შიდაგამოკითხვა გუშინ, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.