"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სამტრედიასა და ვანში შეხვედრები დაასრულა. დღის ბოლოს იგი ვანის რაიონის სოფელ ამაღლებას ესტუმრა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან ჩასახლებული. ქდმ-ის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს უმძიმესი უწოდა, მათთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკას - დანაშაულებრივი.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, გიორგი თარგამაძე და პარტიის ლიდერები ქუთაისში აღნიშნავენ. "ქრისტიან-დემოკრატები" ბაგრატის ტაძრისკენ, რომელიც საქართველოს ერთიანობის სომბოლოა, მხარდამჭეერებთან ერთად მრავალრიცხოვან მსვლელობას მოაწყობენ.