დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეიტიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.
როგორც პარლამენტის პრესამსახურში აცხადებენ, დავით ბაქრაძისა და აჰმედ აბულ გეიტის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხი იყო.
მათი ინფორმაციით, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეგვიპტელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების ჩადების კუთხით დღითიდღე იზრდება.
მისი თქმით, ამას ხელი საქართველოში უკვე განხორცილებულმა პირველმა წარმატებულმა ეგვიპტურმა ბიზნესპროექტებმა შეუწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთირეთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.