დღეს, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია "კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბის" სტუმარი იყო. ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც ხვალინდელ აღლუმსა და ოპოზიციის შესაძლო საპროტესტო აქციებს ეხებოდა.
ალასანიას განცხადებით, წინასაარჩევნოდ ქუჩის აქციები დაუშვებელია, რადგან არასტაბილურობამ შესაძლოა არჩევნების ჩაშლაც გამოიწვიოს.
"საოგადოების ქუჩაში გამოყვანა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მიზანია, რომ არჩევენები ჩატარდეს მაქსიმალურად სტაბილურ ვითარებაში. ჩემი პოზიცია ყოველთვის იქნება ის, რაც შეესაბამება საზოგადოების აზრს. ამ შემთხვევაში კი ხალხს უნდა არჩევნები. ნებისმიერი არასტაბილურობა ჩაშლის არჩევნებს", - განაცხადა ალასანიამ.