ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1790 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1360 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4512 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3953 ლარს შეადგენდა.