"ეროვნული საბჭო" საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთაწმინდის პანთეონში, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას საფლავზე აღნიშნავს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ომწაგებული და დამარცხებული მთავარსარდლის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარება, მაინც არ ვაპირებთ ჯარს დავუპირისპირდეთ და 26 მაისს საპროტესტო აქცია გავმართოთ", - განუცხადა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" ლიდერი აქამდე დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი აქციის ჩაშლით იმუქრებოდნენ, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ საპროტესტო მიტინგი აღარ გაიმართება.