დღეს დილიდან, "სახალხო დემოკრატები" საკუთარი საარჩევნო ნომრის პიარაქციას მართავდნენ სახელწოდებით: "თუ არ გინდათ ისევ ხუთი, შემოხაზეთ ოცდახუთი."
"სახალხო დემოკრატების" აქცია ახმეტელის მეტროსთან დაიწყო და ვარკეთილის მეტროსადგურთან დასრულდა. აქციაში პარტიის ლიდერებიც მონაწილეობდნენ. თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის განცხადებით, აქცია დღევანდელ დღეს სიმბოლურად დაამთხვიეს, რადგან დღეს 25 მაისია, 25 კი მათი საარჩევნო ნომერია.
აქციის მონაწილეები თბილისელ ამომრჩევლებს "სახალხო დემოკრატების" მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდნენ.
"ამა აქციით ვცდილობთ ადამიანები უფრო ახლოს გავიცნოთ, მათი გულისტკივილი მოვისმინოთ და ჩვენს სამოქმედო გეგმაში გავითავლისწინოთ", - განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.