ჟენევაში გამართულ მორიგი რაუნდის შეხვედრაზე აფხაზები და ოსები ითხოვდნენ, ჟენევის ფორმატიდან დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხის ამოღებას, რასაც რუსეთიც დაეთანხმა.
რეინტეგრაციის საკითხეში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, არის მცდელობა, რომ ეს საკითხი მიიჩქმალოს.
“დეტალურად ვისაუბრეთ დევნილების დაბრუნების განუყოფელ უფლებაზე. ეს არის ცენტრალური თემა, რისთვისაც საერთოს არსებობს ჟენევის დისკუსიების კონკრეტულად ეს ჯგუფი, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს საკითხი არ იყოს განხილული, ან იყოს მიჩქმალული და დაკნინებული, იქნება წარუმატებელი”, - განაცხადა ციხელაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ.