ოპოზიციამ 26 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აღლუმის ჩაშლა გადაიფიქრა. ეს განცხადება დღეს "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ პატივისცემითაა განპირობებული.
"ხელისუფლებები იცვლებიან, შეიარაღებული ძალები კი რჩება", _ განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან ერთად, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აგვისტოში ომწაგებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარება ოპოზიციისათვის მიუღებელია.