"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" ვაკისა და საბურთალოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრეს.
გიორგი გურგულიამ და გიორგი ღლონტმა საკუთარი კანდიდატურები "ალიანსი საქართველოსთვის" სასარგებლოდ მოხსნეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი გია თორთლაძე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გურგულია და ღლონტი თორთლაძის პოლიტიკურ ძალასთან მთლიანად გამიჯვნას აპირებს.