ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ექსპორტის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება.
ცენტრის მთავარი მიზანი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების საინფორმაციო მხარდაჭერა იქნება.
საინფორმაციო ცენტრი ქართველის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის საჭირო ინფორმაციას მოუყრის თავს, რომელიც საქართველოს სავაჭრო რეჟიმებს, საბაჟო პროცედურებს, თავისუფალ ინდუსტიულ ზონებს, საექსპორტო ბარზებს შეეხება.
ამასთან, შეგროვდება ინფორმაცია ხარისხის საერთაშორისო სერტიფიცირების, კვების უსაფრთოხებისა და სხვა სტანდარტების შესახებ, რომელიც საექსპორტოდ განკუთვნილმა ქართულმა პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს ამა თუ იმ ბაზარზე შესასვლელად.
ცენტრის საინფორმაციო რესურსების დიდი ნაწილი ელექტრონული ფორმით იქნება, თუმცა ცნობები დაიბეჭდება კიდეც. ინფორმაციის მიღება ქართული კომპანიებისთვის უფასო იქნება.
გარდა საინფორმაციო ცენტრისა, დაგეგმილია სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედებაც, რომელზეც ექსპორტიორი თუ პოტენციური მყიდველი, ყველა მისთვის საჭირო საკითხზე მიიღებს ინფორმაციას.
ექსპორტის ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდები, საინვესტიციო სააგნეტოში ახლადშექმნილმა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურმა შეიმუშავა.