ხვალ, 2 ნოემბერს ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის განსასჯელების სასამართლო პროცესი გაიმართება.
წინა სასამართლო სხდომაზე სამი მოწმე დაკითხეს. კვლავ არ დაკითხულა სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა #5 დაწესებულების დირექტორი მედიკო ალანია, რომელსაც, სავარაუდოდ, ხვალ დაკითხავენ.
სულ 28-მდე მსჯავრდებული მოწმეა დასაკითხი, რომლებიც ბუნტის დროს ციხეში იმყოფებოდნენ.
განსასჯელებთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ვისაც ბრალი მძიმე კატეგორიაში ედება შეთანხმებას ვერ აღწევენ. შესაძლოა საპროცესო შეთანხმება 18 განსასჯელთან გაფორმდეს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე იხილავს.
საქმეში სულ 38 განსასჯელი ქალია. ბუნტი სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა #5 დაწესებულებაში 2009 წლის 19 აპრილს მოხდა