ოკუპირებილი აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმს არ ჩაატარებს. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა. მისი თქმით, ”აფხაზეთი სხვა ქვეყანაა” და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსად რეფერუნდუმის გამართვას არ აპირებას.
”ცხინვალის მიზნები გასაგებია. ოსები გაყოფილები არიან, მათი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს, ნაწილი - სამხრეთ ოსეთში. ამიტომაც აქვთ შეერთების სურვილი. ჩვენ კი სხვა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან რუსეთის საიმედო და ერთგული მოკავშირე”, - განუცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა ”რია ნოვოსტის”.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ.რეფერუნდუმი 2017 წელს იმართება.