პოლონეთის ქალაქ სოპოტში, ევროკავშირის ინიციატივის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმარული შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერება. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ესწრებოდა.
სოპოტში ასევე იმსჯელეს ასოცირებული წევრობის შესახებ და ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების დასარეგულირებლად.
აღნიშნულ შეხვედრას ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.