დღეს, 25 მაისს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მხარეები ამჯერადაც ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების საკითხს, ასევე განვლივ პერიოდში მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთ საკითხს დააყენებენ, რომელიც ადგილობრივებისთვის გადაადგილების გამარტივებას გულისხმობს.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გალში უკვე გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ჯგუფის რიგით მეჩვიდმეტე შეხვედრა იქნება.