დღეს, 25 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობა მორიგ გასვლით სხდომას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში შეიკრიბება.
მთავრობის წევრები სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში განსახორციელებელ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები დაზუსტების პროცესშია.
საქართველოს მთავრობა რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს.