რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობებში კრიზისის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ალიანსის მცდელობა, გაფართოვდეს რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებზე, უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და უკრაინაზე. ამის შესახებ ალექსი პუშკოვმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“რუსეთსა და ნატო-ს შორის კრიზისი დიდი ხნით ადრე დაიწყო. რასმუსენი ამასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. კრიზისი დაიწყო რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე ნატო-ს გაფართოების მცდელობებით, უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და უკრაინაზე. რასმუსენმა ეს ყველაზე უკეთ იცის, რადგან ნატო-ს ხელმძღვანელობა ბუშის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და აქტიური მონაწილეობით ცდილობდა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ჩათრევას, როდესაც საქართველოში სააკაშვილის მთავრობა იყო, ხოლო უკრაინაში ვიქტორ იუშენკოს მთავრობა”, - განაცხადა პუშკოვმა.