ლიტვის პარლამენტი მომავალ კვირას საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა აღიარებული, ლიტვის პარლამენტში უკვე მომზადებულია და 141 დეპუტატიდან 76-ს უკვე აქვს ხელი მოწერილი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარემ დავით ბაქრაძემ და ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ირენ დეგუტიენემ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
"გვესმის საკუთარი გამოცდილებიდან, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკირ მხარდაჭერას პატარა ქვეყნისთვის. გვესმის, რომ ყველა ქართველი იმსახურებს თავისუფლებას თავის ქვეყანაში", - განაცხადა ირენ დეგუტიენესმა, რომლის ინფორმაციით, რეზოლუციის მიღება მომავალი კვირისთვის იგეგმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურ ვაჟკაცობად~ აფასებს და მადლობას უხდის, რომ "ეყოთ პოლიტიკური ვაჟკაცობა და ღია ტექსტით დააფიქსირეს საქართველოში არსებული მდგომარეობა.~
"ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ლიტვა იქნება პირველი ეროვნული პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოიყენებს ტერმინ ოკუპაციას და საქართველსო ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩემი და მთელი ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი მხარდაჭერისთვის და პოლიტიკური მამაცობისთვის," - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ისიც აღნიშნა, რომ "უახლოეს მომავალში, საქართველოს და ლიტვის მეგობრობა ინსტიტუციონალიზირებული გახდება", რაც, მისი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ხელი მოეწერება შესაბამის დოკუმენტს. ეს კი ლიტვას საშუალებას მისცემს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი, მისი დამკვირვებლის სტატუსით მიწვევა მოითხოვოს.
გარდა ამისა, როგორც ლიტვის სეიმის სპიკერმა ირენ დეგუტონიემ განაცხადა, საქართველოს საკითხზე აშშ-ის კონგრესის თავმჯოდმარისა და ბალტიის ქვეყნებისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სპიკერების შეხვედრაზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც კონგრესის თავმჯდომარე ნენსი პალასთან ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებსი 8 სპიკერის შეხვედრაა დაგეგმილი.
სტუმარმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც შეეხება, კერძოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და საქართველოს გაწვრიანებას ნატოში.
"8 სპიკერის მხარდაჭერა, მნიშვენლოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის," - განაცხადა დეგუტონიემ.