თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური დღეს 31-ე ქარხნის მახლობლად მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.
ძიძიგურმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. იგი არჩვენებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიონრებს სრულყოფილ დაზღვევას დაჰპირდა.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ნაკლებშემისავლიანი პენსიონერის და მისი ოჯახის სრულ დაზღვევას. ეს ყოვლეთვიურად 120-ლარიანი სადაზღვევო ბარათი, რომელიც გულისხმობს უფასო საავადმყოფოს, ექიმსდა მედიკამენტებს", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, "ეროვნული საბჭოს მთავრი პრიორიტეტი რუსეთთან დიალოგის დაწყებაა.
"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.