თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გიგი უგულავა "კონსერვატიული პარტიის" მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაშიც ლიდერობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ დღეს გამოაქვეყნა.
გამოკითხვის მიხედვით, შეკითხვაზე "ხვალ რომ არჩევნები იყოს, მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს?" შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გიგი უგულავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) _ 32,4%, გიორგი ჭანტურია (ქდმ) _ 12,5%, ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო) _14,5%, ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის) _ 13,3%, გოგი თოფაძე (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) _ 7,1%, თამაზ ვაშაძე (სოლიდარობა) _ 0,8%, ნიკა ივანიშვილი (სახალხო დემოკრატები) - 0,6%, დავით იაკობიძე (საქართველოს დემოკრატიული პარტია) _ 0,6%, ჯერ არ გადამიწყვეტია _ 18.1%. 119-მა ადამიანმა კი განაცხადა, რომ არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.
ახალგაზრდა კონსერვატორები უახლოეს დღეებში აპირებენ ანალოგიური კვლევის ჩატარებას, საკრებულოს წევრობის, მაჟორიტარი კანდიდატების და პროპორციული სიების შესახებ.
აღნიშნული გამოკითხვის ფარგლებში სულ 623 ადამიანი გამოკკითხა.