საბურთალოს ოლქში "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლა უწევს.
"საარჩევნო პერიოდი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ რეჟიმში მიმდინარეობს და პოლიტიკურ ოპოზიციას უთანასწორო ბრძოლა უწევს. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი საარჩევნო კამპანიით. იმ რესურსებით, რაც ალიანსს აქვს, ვფიქრობ, მაქსიმუმი შევძელით", - განაცხადა ხიდაშელმა დღეს, "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, ოპოზიციონერი კოლეგების შენიშვნების მიუხედავად, "ალიანსის" საარჩევნო კამპანია არ არის და არ იქნება აგრესიულობაზე ორიენტირებული.
"ეს არის სტაბილურობასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გამარჯვებას მოვიპოვებთ, ჩვენი მერობის კანდიდატი წარმატებას მიაღწევს", - განმარტა ხიდაშელმა.