ხვალ, 25 მაისს, საქართველოს მთავრობა მორიგ გასვლით სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში შეიკრიბება.
მთავრობის წევრები სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში განსახორციელებელ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები დაზუსტების პროცესშია.
მთავრობის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს.