ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო. მოლაპარაკებებზე ასევე ყურადღება დაეთმო ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მზადებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენის საკითხებს.
„ჩვენ განვიხილავთ ასევე სიტუაციას, რომელიც წარმოიქმნა ინციდენტის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის იმოქმედებს ჟენევის ან გალის შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. იმედს გამოვთქვამთ, რომ გალის მოლაპარაკებები 4-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება,“ - განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
განცხადება ,,რუსთავი 2“-ის ცნობით, გააკეთა ასევე, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერმა.
„ახლა ნამდვილად არის ის რაღაც, რისი განხილვაც შეიძლება მოხდეს გალში. ვისაუბრებთ იმ ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც ცოტახნის წინ მოხდა. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული. გავიგეთ ასევე, რომ ტარდება აუცილებელი პროცედურები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ინციდენტის გამოძიება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა,“ - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.