ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ყველა ქვედანაყოფი განგაშის გამოცხადებით, საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მობილიზაცია სამხედროების მზადყოფნის შემოწმების მიზნით დაიწყო.
„შემოწმება ხორციელდება მაღალი რანგის შტაბის ოფიცრების მიერ. ისინი შეაფასებენ საბრძოლო მზადყოფნას და სამხედროების შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ დავალება“, - ნათქვამია განცხადებაში.