"ალიანსი საქართველოსთვის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს და საპატრულო პოლიციის უფროს გიორგი გრიგალაშვილს მიმართავს.
ხორგუანი მათგან მისი საარჩევნო პლაკატების "მასობრივი განადგურების" ფაქტების გამოძიებას მოითხოვს,
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის 4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა და დაზიანება, ასევე ამავე კოდექსის 126-ე მეცხრამეტე პრიმა მუხლის თანახმად, წინაასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. რეფორმირებული სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანობის, კანონიერებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგნენ. დაუშვებელია პოლიციის პოლიტიზირება. ამიტომაც მომხდარ ფაქტებზე რეაგირებას ვითხოვთ", - განაცხადა ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.