დღეს, ნატოს საინფორმაციო ცენტრში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საინფორმაციო ცენტრში ნატოს შესახებ" აცნობეს, შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.
შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესს განიხილავენ.
სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრები საინფორმაციო ცენტრში რეგულარულად ტარდება და მასზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წლიური ეროვნული პროგრამის საკითხებს განიხილება.