საკანონმდებლო ორგანოში ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს.
მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 120-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
ახალგაზრდები ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ ვითარებაზე, ასევე უნივერსიტეტების თვითმმართველობაზე მსჯელობენ.
მსჯელობის შემდეგ იგეგმება რამდენიმე რეზოლუციის მიღებაც. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ახალგაზრდული პარლამენტი რამდენიმე დელეგატს აირჩევს, რომელიც მომავალში ევროპარლამენტის სხდომას დაესწრება.