ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩაში, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობა მოხდა. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განუცხადეს, მოკლულია გალის რაიონის მკვიდრი 1985 წელს დაბადებული გიგა ზურაბის ძე ოთხოზორია.
ცნობილია მკველობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაოაბა: ტყვარჩელის რაიონის მკვიდრი, აფხაზეთის ე.წ. საბაჟო სამსახურის თანამშრომელი რაშიდ კანჯი-ოღლი.
თვითმხილველების განცხადებით, გიგა ოთხოზორიამ ნათესავი ნაბაკევიდან ხურჩის ტერიტორიაზე გამოაცილა. რა დროსაც მოხდა ინცინდეტი კანჯი-ოღლისა და ოთხოზორიას შორის. კანჯი-ოღლიმ გიგა ოთხოზორია იქვე მდგარ სასადილოში შეიყვანა სადაც ცეხცხლსასროლი იარაღით მოკლა. კანჯი-ოღლი შემტხვევის ადგიულიდან რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.
ინცინდენტის ადგილას იმყოფებიან ქართული შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.
ოთხოზორიას ცხედარი ზუგდიდშია გადმოსვენებული. გარდაცვლილს სამედიციონო ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება.