დღეს, 24 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვევა. ქვეყნის პირველი პირი ქუთაისის "ტორპედოს" ახლადგარემონტებულ სტადიონს დაათვალიერებს და მას საზეიმო ვითარებაში გახსნის.
განახლებულ არენაზე დღესვე გაიმართება "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანთა შორის პირველი მატჩიც. ვეტერან ფეხბურთელებს შორის მოედანზე გამოვლენ ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, ვლადიმერ გუცაევი, ნოდარ ხიზანიშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, ზაურ სვანაძე, რამაზ შენგელია, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე, მერაბ მეგრელაძე, იური და ალექსანდრე კვერნაძეები, ნოდარ ჭელიძე, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე და სხვები.
განახლებულ სტადიონს საქართველოს პრეზიდენტი 18:00 საათზე გახსნის.